არსებობენ კომპანიები, რომელთა საქმიანობა განსაკუთრებული სპეციფიკაციის პროდუქტებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, სამედიცინო პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება.
მსგავსი კომპანიების გაყიდვების გუნდს უნდა შეეძლოს პროდუქტის სწორად შერჩევა და მისი უპირატესობების მომხმარებლისთვის გაცნობა, თუმცა ამ გუნდის პროფესიონალიზმი არ ნიშნავს კმაყოფილ მომხმარებელსა და წარმატებულ ბიზნესს.
გაყიდვის შემდეგ იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი - შეკვეთის უსაფრთხო მიწოდება.
სამედიცინო პროდუქციის გადაზიდვა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განხორციელდეს. ამ დროს გასათვალისწინებელია შეფუთვა, ამანათების განაწილება და მონიტორინგი, მიწოდების სისწრაფე. ამიტომაც, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის შესათავაზებელად გამოცდილი ლოგისტიკური პარტნიორი დაგჭირდებათ.
ონვეის გუნდმა უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა და შექმნა სამედიცინო სფეროზე მორგებული მომსახურება.
ლოგისტიკურ მომსახურებას:
ციფრულ გადაწყვეტილებებს:
უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.
დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.
თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.
ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.